WebNews.Ge

სადაური სიტყვაა უფალი და რას ნიშნავს იგი?

სხვა 11-07-2017, 22:26
სადაური სიტყვაა უფალი და რას ნიშნავს იგი?

ცხადია, ყველამ იცის, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული სამი ანგელოზი სამბუნებოვანი ღმერთის გამოხატულებაა. ქრისტიანული მოძღვრებით, ღმერთი ერთია, მაგრამ მას სამი ბუნება აქვს. სამბუნოვნებაში იგულისხმება  მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, რომლებიც მართალია ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ბუნებით ერთნი არ არიან. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, სამების აღქმა ადამიანებს რომ გაადვილებოდათ, წმინდა მამებმა იგი მზეს შეადარეს. როდესაც მზეს ვუყურებთ, ვხედავთ მის დისკოს, სხივსა და ნათელს , რომლებიც ცალ-ცალკე  სხვადასხვა რამაა, მაგრამ თუ თითოეული მათგანის არსს ღრმად ჩავწვდებით, მივხვდებით, რომ სამივეს ერთი დანიშნულება აქვს. დისკოც, სხივიც და სინათლეც მზეა. დისკო თუ არ იქნება, არც სხივი იქნება და არც _ სინათლე. თუ სხივი არ იქნება, არ იქნება სინათლე და დისკო და ასე შემდეგ. ასევეა წმინდა სამებაც.

 მამა აბრამმა ( სოლომნიშვილი) წლების წინ, ძალიან საინტერესოდ აგვიხსნა სამების არსი:

_ მამა ღმერთი უშობელია, ძე _ შობილი, სულიწმინდა კი მამა ღმერთისგანაა გამომავალი. მამაც, ძეც და სულიწმინდაც _ სამივე ღმერთია. ძე ღმერთში ვგულისხმობთ იესო ქრისტეს, სანამ იგი განკაცდებოდა. სწორედ ძე ღმერთი განკაცდა ქალწულისაგან მარიამისა, ანუ ღმერთი იშვა. მისი ჩასახვა უბიწო ღვთისმშობელში ანუ ძე ღვთისას განკაცება სულიწმინდის მადლით მოხდა და მან ადამიანური ბუნება ასე მიიღო. ეკლესიური სწავლებით, იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი კაციც და ღმერთიც, რაც ღვთის უდიდესი სასწაულია. სასწაულია ისიც, რომ ღვთისმშობელი შობამდე, შობის დროს და შობის შემდგომ ქალწული იყო. მაცხოვრის განკაცების სასწაულის აღქმას ადამიანი ლოგიკური მსჯელობით ვერ ჩასწვდება, ამიტომ ის რწმენით უნდა მივიღოთ.

 როცა ღმერთს რაიმეს შევთხოვთ, გამოდის, რომ წმინდა სამებას შევსთხოვთ?

_ როცა ზოგადად მივმართავთ ღმერთს, მასში წმინდა სამება _ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ერთად მოიაზრება, მაგრამ, როცა ძე ღვთისას ვამბობთ, ამ შემთხვევაში წმინდა სამების მეორე პირს, განკაცებულ ძე ღმერთს, იესო ქრისტეს ვგულისხმობთ. მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს ტერმინები, რომლებიც ღვთის არსებობას მთლიანად გამოხატავს, ზოგი ტერმინი კი ღვთის კონკრეტული პიროვნების აღმნიშვნელია. წმინდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ დოგმატიკას სრულფასოვნად გადმოგვცემს იოანე დამასკელი „ გარდამოცემა“-ში ღმერთის სამბუნოვნების საკითხი ჩვეულებრივი ადამიანიებისათვის ადვილი აღსაქმელი არაა, ამიტომ მასზე წმინდა მამებიც თავშეკავებულად საუბრობენ.

ღმერთი ერთია, მაგრამ სახარებიდანაცაა ცნობილი, რომ ზოგჯერ მისი შემადგენელი პირები ცალ-ცალკე მოქმედებენ. ღვთისმშობელში იესოს ჩასახვა სულიწმინდით მოხდა,  ამქვეყნიურ სასწაულებს კი ქრისტე აღასრულებდა. იესოც და სულიწმინდაც ღმერთია და სამების წარმომადგენლები არიან, ამიტომ ეს ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა.

 ვისზე ვამბობთ უფალს და რატომ?

_ უფალი ძველი ქართული სიტყვაა, იგი მიმართვის ფორმად გამოიყენებოდა, დღევანდელი გაგებით კი ბატონს ნიშნავს. წინათ შეიძლება ვინმესთვის ეთქვათ, უფალო გიორგი, უფალო იოანე. ამჟამად სიტყვა „უფალს“ სხვა დატვირთვა აქვს. მას ვამბობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ და ამით მის აღმატებულებას ვუსვამთ ხაზს. მიმართვის ამ ფორმით შეიძლება, მამა ღმერთსაც მივმართოთ და იესო ქრისტესაც.

 წმინდა სამების ხატზე სამბუნებოვანი ღმერთის ჭეშმარიტი სახეები რატომ არ არის გამოსახული? 

_ მართლმადიდებლობაში მამა ღმერთის ადამიანური სახით წარმოსახვა მიღებული არ არის. ამიტომაც ხატმწერები წმინდა სამებას სამი ანგელოზით გამოხატავენ. სამების ხატი ტაძარშიც და სახლში მოწყობილ რელიგიურ კუთხეშიც ჯვრის შემდეგ უნდა დაიკიდოს, რადგან იერარქიულად იგი ყველაზე მაღლა დგას. მათ გვერდით მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, შემდეგ წმინდანები და ა. შ.

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.