WebNews.Ge - ვებ სიახლეები
ავტორიზაცია

პოლიციამ ბრაზილიის ციხის ბუნტის ორგანიზატორი დააკავა

პოლიციამ ბრაზილიის ციხის ბუნტის ორგანიზატორი დააკავა

ბრაზილიის ციხეში ბუნტის ორგანიზებისთვის, ნოემბერში ციხიდან გაქცეული პირი დააკავეს., - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
34 წლის სტეფან დე სუზა ვიეირას ბრაზილიის ერთ-ერთ კურორტზე, ძვირადღირებულ ბინაში მიაკვლიეს.
ვიეირას ნარკოტიკით ვაჭრობისთვის 26 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ორი თვის წინ მან ციხიდან გაქცევა შეძლო. პოლიციის ინფორმაციით, მან შეძლო, გარედან ემართა პროცესი და პატიმრების აჯანყება დაეგეგმა.

დაკავებისას მას ფული, ძვირფასეულობა, რამდენიმე მობილური ტელეფონი და ნოუთბუქები აღმოაჩნდა. ტექნიკის შემოწმებისას მოპოვებული საბუთებით დადგინდა, რომ ციხის პროცესების კონტროლთან ერთად, ვიეირა ნარკოტიკით ვაჭრობასაც აგრძელებდა.
ახალი წლის ღამეს, გოიასის შტატში მდებარე ქალაქ გოიანიაში ციხის ბუნტის დროს 9 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა, 77 პატიმარი კი ციხიდან გაიქცა.

скачать dle 12.0

გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე ეს სიახლე

Facebook - კომენტარები
რეკომენდირებული სიახლეები

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ. თუ გსურთ რომ დატოვოთ კომენტარი გთხოვთ დარეგისტრირდეთ
ავტორიზაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.3 бесплатно