WebNews.Ge

ჩინელმა წყვილმა 18 დღის ქალიშვილი iPhone-ის შესაძენად გაყიდა

ჩინელმა წყვილმა 18 დღის ქალიშვილი iPhone-ის შესაძენად გაყიდა

ახალგაზრდა მამაკაცმა ახალდაბადებული შვილი გაყიდა, რათა მოტოციკლი და iPhone ეყიდა. 19 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურ მედიაში დუანის სახელით არის დარეგისტრირებული, მყიდველს ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა. მყიდველს ბავშვი საკუთარი დისთვის უნდოდა. გარიგება შედგა და მამამ შვილი 3.500 დოლარად გაყიდა. 

ბავშვის დედა არასრულწლოვანი იყო, როდესაც დაორსულდა. წყვილს შვილი არ უნდოდა და "ჭკვიანმა" მამა გამოსავალი მარტივად იპოვა. მართალია დედამ არ იცოდა ამის შესახებ და როცა შეიტყო დათრგუნული ქალაქიდან წავიდა. ის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იპოვა პოლიციამ. წყვილი ამჟამად დაკავებულია. მოსამართლემ გაითვალისწინა რა წყვილის ფინანსური პრობლემები, მამას მხოლოდ სამი წელი მიუსაჯა დედას კი ორ წელიწად ნახევარი.

"მე თავად ნაშვილები ვარ. ბევრი ოჯახი ჩემ მშობლიურ ქალაქში ყიდიან შვილებს, რადგან მათი გაზრდა არ შეუძლიათ. მე მართლა არ ვიცოდი, ეს თუ არაკანონიერი იყო"-განაცხადა ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ.

ვინაიდან არც ერთ მშობელს არ შეუძლია ამჟამად ბავშვზე მეურვეობა, ის კვლავ მყიდველის ოჯახში რჩება

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.