WebNews.Ge

ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანის მეთოდები- სასარგებლო რჩევები

ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანის მეთოდები- სასარგებლო რჩევები

ტანსაცმლიდან ლაქების მოშორება ბევრისთვის ნამდვილი პრობლემაა და ამ ხრიკების დახმარებით, მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადაჭრით.

ჭურჭლის სარეცხი საშუალება
ნაყინისგან დარჩენილ ლაქას ამ ხრიკის დახმარებით გაუმკლავდებით. დატოვეთ ტანსაცმელი ცივ წყალში 10 წუთით, დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, შემდეგ კი, გარეცხეთ სამოსი ჩვეულებისამებრ.

ნიშადურის სპირტი

პიკნიკის შემდეგ, ტანსაცმელზე მწვადისგან დარჩენილ ლაქებს ალბათ ყველა იპოვის. ლაქას მაშინვე მარილი მოაყარეთ- ის ქსოვილიდან ცხიმს გააქრობს. ჩამჯდარ ლაქებს ნიშადურის სპირტი გაუმკლავდება.

რძე
შეურიეთ ერთმანეთს 1 ლ რძე და 2 ს/კ ლიმონის წვენი- თქვენ მიიღეთ საშუალება, რომელიც ებრძვის კენკრისგან დარჩენილ ლაქებს. ტანსაცმელი ამ ნარევში 2 საათით დატოვეთ, შემდეგ მას წყალი გადაავლეთ და გარეცხეთ საპნიან ხსნარში.

საპარსი კრემი

ტონალური კრემისგან დარჩენილ ლაქას საპარსი კრემი წაუსვით, 20 წუთით დატოვეთ და ტანსაცმელი გარეცხეთ.

ლიმონის წვენი
ეს ინგრედიენტი დაგეხმარებათ გააქროთ ჟოლოსგან, მოცხარისგან, ყურძნისგან და შოკოლადისგან დარჩენილი ლაქები. შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი და ძმარი პროპორციით 1:1. ბამბა ამ ნარევში დაასველეთ და ლაქა დაამუშავეთскачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.