WebNews.Ge

სახალისო გამოცდა ლოგიკაში

სახალისო გამოცდა ლოგიკაში

მიმდინარეობს გამოცდა ლოგიკაში.

პროესორი:

— თვითმფრინავის ბორტზე 500 აგურია. ერთი გადმოვარდა თვითმფრინავიდან. რამდენი დარჩა?

სტუდენტი:

— ეს ადვილია, 499!

— მართალია. შემდეგი შეკითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში 3 მოქმედებით?

— 1. გავაღოთ მაცივარი. 2. შევსვათ შიგ სპილო. 3. დავხუროთ მაცივარი.

— შემდეგ. როგორ მოვათავსოთ ირემი მაცივარში 4 მოქმედებით?

— 1. გავაღოთ მაცივარი. 2. გამოვიყვანოთ სპილო. 3. შევსვათ ირემი. 4. დავხუროთ მაცივარი.

— მშვენიერია! ცხოველთა მეფე ლომს დაბადების დღე აქვს. მისალოცად ყველა ცხოველი მივიდა ერთის გარდა. რატომ?

— იმიტომ, რომ ირემი ჯერ ისევ მაცივარშია.

— გადასარევია! — ამბობს პროფესორი. — გავაგრძელოთ. შეუძლია თუ არა მონადირეს გადაცუროს ტბა, რომელშიც ნიანგები არიან?

— რა თქმა უნდა შეუძლია! ნიანგები ხომ ლომის დაბადების დღეზე წავიდნენ.

— კარგი. ახლა კი ბოლო შეკითხვა. მონადირე შეცურდა ტბაში, მაგრამ მაინც მოკვდა. რატომ?

— მ-მ-მ… იქნებ დაიხრჩო?
— არა, მას თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი აგური დაეცა. მობრძანდით გადაბარებაზე!

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.