WebNews.Ge

11 ყველაზე უაზრო სიკვდილი კაცობრიობის ისტორიაში

11 ყველაზე უაზრო სიკვდილი კაცობრიობის ისტორიაში

შეცდომების დაშვება ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ამ სტატიაში განხილულ ადამიანებს თავიანთი შეცდომები ძალიaნ ძვირი დაუჯდათ.

1) აი კიდებ ერთი სიკვდილის მაგალითი “ვაჟკაცობის ეგიდით”. 1955 წელს ფერმერი კრისტოფ აზინსკი მეგობრებთან ერთად ღრეობდა.გალეშილი მამაკაცები გაშიშვლდნენ და დაიწყეს თამაში ყველაზე მამაცის გამოსავლენად. ყელაფერი თალგამის სროლით დაიწყო. შემდეგ ერთმა იპოვა ბენზო–ხერხი და თავისი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად ტერფი მოიჭრა. კრისტოფმა გადაწყვიტა ეჯობნა მეგობრისთვის, გამოსტაცა ხერხი და მოიჭრა თავი.

2) სტაფილოს წვენი–ძალზედ გემრიელი და სასარგებლო სასმელი… თუ მოიხმართ ზომიერი რაოდენობით. 1974 წელს 48 წლის ინგლისელმა ბენზილ ბრაუნმა 50 ლიტრი სტაფილოს წვენი 10 დღის განმავლობაში დალია, რაც 10 000–ჯერ მეტია ვიტამინის მიღების რეკომენდირებულ ნორმაზე.შედეგად ბრაუნს დაეწყო თირკმლის უკმარისობა, რასაც მოყვა მისი გარდაცვალება. სავარაუდოდ ბრაუნმა გადაწყვიტა, რომ “კარგი უდა იყოს ბევრი”.

3) შეგხედრიათ რაიმე ისეთი სასაცილო, რომ პირდაპირ სკდებოდით ან კვდებოდით სიცილით? ალექს მიჩელი გარდაიცვალა სიცილისგან 1975 წელს 50 წლის ასაკში. მიჩელს აწუხებდა გულის პრობლემები და გარდაიცვალა ინფარქტისგან თავისი საყვარელი სერიალის ყურების დროს.

4) 2009 წელს სერგეი ტუგანევმა (28 წლის) გადაწყვიტა წარმოეჩინა საკუთარი “მამაკაცური შესაჩლელობები” საკმაოდ არაჩვეულებრივი მეთოდით. მიიღო რა ვიაგრის მთელი პაკეტი ერთბაშად, მამაკაცი დაენიძლავა ორ გოგონას 4300 დოლარზე, რომ შესძლებდა 12 საათიანი სექსუალური მართონის გამართვას ორივე მათგანთან ერთად. სავარაუდოდ ტუგანევს იმდენად ძლიერად უნდოდა თავისი მამაკაცური დიდების აღიარება, რომ საკუთარ თავს დამარცხების უფლება არ მისცა. მან მართლაც მოიგო ნიძლავი, მაგრამ 12 საათიანი ორგიის დამთავრებისთანავე გარდაიცვალა გულის შეტევით.

5) მიმდინარე წელს დეივონ სტეიპლზი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა აშშ–ს დამოუკიდებლობის დღეს და იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის შედეგადაც გადაწყვიტა, რომ ფეიერვერკი გაეშვა პირდაპირ საკუთარი თავიდან. იგი იმ დღესვე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ეს იყო სულელური შემთხვევა. დეივონი არ ეკუთვნოდა იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც სისულელეებს სჩადიან. იგი მხოლოდ თავს იკატუნებდა თითქოს სისულელეებს სჩადიოდა, რათა სხვები გაემხიარულებინა. სამწუხაროდ მისი ბოლო ხუმრობა არ აღმოჩნდა სასაცილო.

6) ტეხასის მცხოვრებმა ტომი ვუდვორდმა არ გაითვალისწინა არა მხოლოდ უსაფრთხოების ნიშნები, არამედ მეგობრების გაფრთხილებაც. მას ურჩევდნენ არ ებანავა წყალსაცავში, სადაც ბინადრობდა უზარმაზარი ალიგატორი. იგი არა მარტო ჩახტა წყალში საბანაოდ, არამედ უშვერი სიტყვების ყვირილით მოიხსენიებდა ალიგატორს. ცხოველს სავარაუდოდ არ მოეწონა ასეთი საქციელი–ვუდვორდის დაგლეჯილი სხეული რამოდენიმე საათი შემდეგ იპოვეს.

7) აისიდორა დუნკანი იყო მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე. იგი ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისუფალი შეხედულებებით გამოირჩეოდა. 1972 წლის 14 სექტემბერს დუნკანი საფრანგეთში იმყოფებოდა. მან მეგობართან ერთად კაბრიოლეტით გასეირნება მოინდომა. მოცეკვავეს ეკეთა თავისი საყვარელი აბრეშუმის კაშნი, რომელიც შემდეგ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. დუნკანის ყელზე შემოხვეული გრძელი შარფი მანქანიდან გარეთ ფრიალებდა.მოულოდნელად იგი მანქანის უკანა ბორბალში ჩაეხვია და გოგონა გზაზე გადმოისროლა. იგი მომენტალურად გარდაიცვალა გაგუდვითა და კისრის მიტეხილობით.

8) ჯიულიენ ოფრე დე ლამეტრი იყო მე–16 საუკუნის ცნობილი ექიმი და ფილოსოფოსი. ლამეტრი წარმატებით მკურნალობდა საფრანგეთის ელჩს პრუსიაში, რომელმაც მადლიერების გამოსახატავად დიდი ზეიმი მოაწყო მის საპატივსაცემოდ. მალევე ამ ამბის შემდეგ, ლამეტრი გარდაიცვალა საჭმლის მონელების დარღვევით, ზეიმზე უზომო ოდეობით საკვების მიღების გამო.ლამეტრი გამოირჩეოდა უზომო ჭამისმოყვარეობით და უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საშიში სულაც არ იყო.

9) მე–20 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა მკერავმა ფრანც რიშელმა მოიგონა ისეთი პარაშუტი, რომლის ტარებაც შესაძლებელი იყო როგორც ტანსაცმელი. 1912 წელს მრავალი მცდელობის შემდეგ სფრანგეთის მთავრობისგან მიიღო ტესტირების ჩატარების უფლება. მან ბოლოს და ბოლოს შესძლო გამოეცადა თავისი ახალი გამოგონება. ჩაცმული თავისი პრაშუტ–ტანსაცმლით რისელი გადმოხტა ეიფელის კოშკიდან და სასიკვდილოდ დაიმტვრა.

10) კალიფორნაში მცხოვრები ხოსე ლუის ოჩოა (35 წლის)იყო მამლების უკანონო ორთაბრძოლების არა მხოლოდ მოყვარული, არამედ მისი აქტიური ორგანიზატორიც. 2011 წელს ერთ–ერთი ორთაბრძოლის დროს, მამალმა იგი ფეხში დაჭრა თავის თათზე მიმაგრებული დანით. ოჩოა მიიყვანეს საავადმყოფოში შემთხვევიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ, მაგრამ უკვე ძალზედ დაგვიანებული აღმოჩნდა – მამლების ორთაბრძოლის ორგანიზატორი საავადმყოფოში მიყვანიდან მცირე ხანში გარდაიცვალა.

11) 1993 წელს ტორონტოში ადვოკატ გარი ჰოიმ (38 წლის) გადაწყვიტა სტუდენტთა ჯგუფისთვის დაემტკიცებინა, რომ 24–ე სართულზე განლაგებულ მის ოფისში შუშა არ ტყდებოდა. იგი მთელი ძალით დაეტაკა ფანჯრის მინას – შუშა მართლაც არ ჩაიმტვრა, მაგრამ იგი უბრალოდ ამოვარდა ჩარჩოდან და ჰოი გაფრინდა ძირს საკუთარი სიკვდილის შესახვედრად.

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.