WebNews.Ge

პუიოლი: "რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მესი უკეთესია"

პუიოლი: "რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მესი უკეთესია"

"ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა თანამედროვეობის ორ საუკეთესო ფეხბურთელზე ისაუბრა.

"კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მესი მასზე უკეთესია.

მათ შორის კონკურენცია და მეტოქეობა ძალიან დაძაბულია. მე ვფიქრობ, რომ ეს მათ დაეხმარა, რადგან ვერცერთი შეძლებს თავს მოდუნების საშუალება მისცეს.

ჩემთვის მესი საუკეთესოა. მე მასთან ერთად ვთამაშობდი და ბევრი ბედნიერება მომიტანა. ის ყოველთვის უმჯობესდება და უკვე 10 წელია მაღალ დონეზე ასპარეზობს.

ვფიქრობ, მესი ყოველ სეზონში უკეთესი ხდება. ყველაფერი მისი ფეხბურთის სიყვარულის გამო.

ვიმედოვნებ, ის არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულს მოიგებს. ეს იმას აღნიშნავს, რომ მან ყველასთან ერთად ყველაფერი მოიგო." - განაცხადა პუიოლმა.скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.