WebNews.Ge

პაპარაცებმა ჯანლუიჯი ბუფონი სიგარეტით ხელში გამოიჭირეს

პაპარაცებმა ჯანლუიჯი ბუფონი სიგარეტით ხელში გამოიჭირეს

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პაპარაცებმა სიგარეტის მოწევის დროს შეამჩნიეს და იტალიური ჟურნალ-გაზეთები მაშინვე მისი სურათებით აჭრელდა.

ბუფონის ფოტო მაშინაა გადაღებული, როცა ის საკუთარ მანქანაში მეგობრებთან ერთად ლაპარაკობს და თან სიგარეტს ეწევა.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი 39 წლის ფეხბურთელის რეპუტაციას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს და ძნელად სავარაუდოა "იუვენტუსმა" ის მეკარე, რომელმაც მიმდინარე სეზონში გამართულ 40 შეხვედრიდან 20-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა, რაიმე სახით დასაჯოს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება და ჯანლუიჯი ბუფონს მრავალწლიან კარიერაში ამ ტურნირის პირველად მოგების შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა.

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.