WebNews.Ge

ბარსელონას კაპიტანი ანდრეს ინიესტა იუბილარია!

ბარსელონას კაპიტანი ანდრეს ინიესტა იუბილარია!

"ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი 32 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

ანდრეს ინიესტა 1984 წლის 11 მაისს, ესპანეთის ქალაქ ფუენტეალბილაში დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან "ალბასეტეს" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 
ის სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ბარსელონაში გადაბარგდა და "ლა მასიას" შეუერთდა.

ანდრესს არაერთხელ უთქვამს, რომ მშობლიური ქალაქის დატოვება მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. 

ინიესტას დებიუტი პროფესიონალურ დონეზე 2002 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. რეგულარულად თამაში კი 2004-2005 წლების სეზონიდან დაიწყო და დღემდე ამას აგრძელებს. 

ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" ლა ლიგა (8), ესპანეთის სამეფო თასი (4), ესპანეთის სუპერთასი (6), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერ თასი (3) და საკლუბო მუნდიალი (3) მოიგო.

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.