WebNews.Ge

19 დაღუპული და 60-მდე დაშავებული – “მანჩესტერ არენაზე” აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა



“მანჩესტერ არენაზე” კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა ამ დროის მონაცემებით 50-მდე გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარ ფაქტს “ბარბაროსული აქტი” უწოდა. ამავდროულად გამოძიების მთავარ ვერსიად კვლავ ტერორისტული აქტი რჩება.

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ეს აფეთქება ტერაქტი იყო, მაშინ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქება იქნება ყველაზე სისხლიანი ტერაქტი დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ლონდონი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა.

19 დაღუპული და 60-მდე დაშავებული – “მანჩესტერ არენაზე” აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

მანჩესტერის პოლიციის განცხადებით ადგილობრივი დროით 22:35 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ პანიკაში მყოფი ასეულობით მაყურებელი მანჩესტერის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზს ტოვებდა. ამ მომენტისთვის „მანჩესტერ არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი.
თვითმხილველების თქმით აფეთქების ხმა მაშინ გაისმა , როდესაც მომღერალმა საკონცერტო პროგრამა დაასრულა და მაყურებლები გასასვლელილსკენ გაემართნენ.скачать dle 12.0
19 დაღუპული და 60-მდე დაშავებული – “მანჩესტერ არენაზე” აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.