WebNews.Ge

ქართველი მორაგბე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მორაგბე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური Facebook-ის გვერდის ცნობით, 24 წლის ასაკში მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

"სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსის" და "მზარდი საქართველოს" მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თნავუგრძნობთ გუჯას ოჯახს და მეგობრებს," - წერია რაგბის კავშირის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.