WebNews.Ge - ვებ სიახლეები
ავტორიზაცია

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეკორდულად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რასაც საოცარი გარემო და მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განაპირობებს. შესაბამისად, იზრდება ინვესტორების დაინტერესებაც და საქართველოს მასშტაბით, ოთხივე სამთო-სათხილამური კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი (თეთნულდი-ჰაწვალი) მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - ამის შესახებ "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი გვესაუბრება.

- რა სიახლეები ელოდებათ წელს ზამთრის კურორტებზე ჩასულ დამსვენებლებს? 
- 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის -0:17დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში დასრულდა და მას 23 დეკემბერს ოფიციალურად გავხსნით. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის, 6-კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის ფირმის. მისი სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს. 



მნიშვნელოვანია ისიც, რომ სვანეთში, კერძოდ კი, მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში, აშენდა მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ამასთან:

  • პირველად ბაკურიანის ისტორიაში გაკეთდა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო გზა
  • კურორტ მიტარბს დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა
  • ბაკურიანში, კინოთეატრ "დიდველში" მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, სადაც მომხმარებელი გაიგებს ყველა იმ სიახლეს, რაც იმ პერიოდში ხდება სამივე სათხილამურო არეალში
  • სეზონზე კურორტ გოდერძის დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, მოეწყობა საბავშვო არეალი


- რამდენ ტურისტს ელოდებით სეზონზე და რამდენი იყო გასულ წელს?

- ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან და მათგან მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას ჯავშნების შესახებ. გუდაურის მაგალითზე რომ გითხრათ, დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია. იანვრის ბოლოს კი ჯავშნების რაოდენობა 60%-ს აჭარბებს. ანალოგიური ვითარებაა კურორტ ბაკურიანში და სვანეთში. 



რაც შეეხება გასულ წელს, 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონი საუკეთესო იყო. ამ პერიოდში კურორტ გუდაურში 276 634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 37%-ით, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობამ 59%-ით მოიმატა.

2016-2017 წლის სეზონზე ბაკურიანს 115 317 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით, ხოლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა 58%-ით იყო მომატებული. წელს გვინდა, გავაუმჯობესოთ წინა წლის რეკორდი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, და იმედია, თოვლიც ხელს შეგვიწყობს. 

- რით განსხვავდება საქართველოს სათხილამურო კურორტები ერთმანეთისგან და რომელი უფრო მიმზიდველია ვიზიტორებისთვის?
გუდაური თბილისთან ახლოს არის, შესაბამისად ტრანსპორტირება ბევრად მარტივია. აქ არის 70 კმ. სიგრძის 20 სათხილამურო ტრასა. არის გაუკვალავი ტრასებიც. შესაბამისად, კურორტი ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის მიმზიდველია. 

სვანეთს რაც შეეხება, იქ ორი სათხილამურო არეალია - ჰაწვალი და თეთნულდი. ვისაც უყვარს ბუნებაში სრიალი, ვინც ექსტრემალია და ვისაც მაღალი ხარისხის თოვლი მოწონს, სვანეთი ზედმიწევნით კარგია.

ბაკურიანში სამი სათხილამურო არეალია - დიდველი, კოხტა და მიტარბი. არჩევანი მოთხილამურემ თავად უნდა გააკეთოს, რადგან სამივე არეალი ყველა კატეგორიის დამსვენებელზეა მორგებული. 

ყველაზე ადრე სეზონს გოდერძიზე ვხსნით. "ფაუდერის" მოყვარულებისთვის იდეალური გარემოა. მიმზიდველია გატკეპნილი სათხილამურო ტრასებიც. 



- ინვესტორების მხრიდან ყველაზე დიდი დაინტერესება რომელ კურორტზე ფიქსირდება და რა განაპირობებს ამას?

- კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე. ინვესტიციები ხორციელდება, როგორც სასტუმროების მშენებლობაზე, ასევე კაფე-ბარებზე. გუდაურის შემთხვევაში აქტიურად არის ჩართული "რედკო" , "მაგისტილი" და ბევრი სხვა, ბაკურიანში - "მგზავრები", "ორბი" და ასე შემდეგ. სვანეთს ყოველდღიურად ემატება საოჯახო ტიპის სასტუმროები. 

გოდერძიზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე დამატებით 4 ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების თაობაზე 10 დეკემბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

ახალი პროექტებით ჯამში 15 790 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომლითაც კურორტს 254 სასტუმრო ნომერი დაემატება, სასტუმროების მშენებლობის პროცესში 400, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციაა. სწორედ ამის შედეგია, რომ ინვესტიციები მთის კურორტებზე დღითიდღე მატულობს.

ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE

скачать dle 12.0

გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე ეს სიახლე

Facebook - კომენტარები
რეკომენდირებული სიახლეები
admin
21 декабря 2017 17:15
+ 0 -
დასფდსაფსა

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ. თუ გსურთ რომ დატოვოთ კომენტარი გთხოვთ დარეგისტრირდეთ
ავტორიზაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.3 бесплатно