WebNews.Ge - ვებ სიახლეები
ავტორიზაცია

Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ

Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ

YouTube-მა ახალი წესების შემოღების შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, 17 იანვრიდან Youtube-ზე რეკლამის განთავსებით ფულის შოვნის მსურველებს მათ არხზე ბოლო ერთი წლის განამვლობაში, სულ ცოტა 4000-საათიანი ნახვა და 1000-ზე მეტი გამომწერი უნდა ჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აქამდე არსებული წესით, რეკლამის განთავსებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ სულ მცირე 10 ათასი ნახვის მოგროვება.

20 თებერვლამდე არხების მფლობელებს საშეღავათო პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ყველა, ვინც არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, თავიანთი ვიდეოებისგან შემოსავალს დაკარგავს. თუმცა, როგორც კი მათი არხები ახალ ცვლილებებს მოერგებიან რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ბაზაში (პარტნიორულ პროგრამაში) სისტემა ავტომატურად გააგზავნის მოთხოვნას.

ახალი არხების მფლობელებს კი მოთხოვნის გაგზავნა თავად მოუწევთ.

скачать dle 12.0

გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე ეს სიახლე

Facebook - კომენტარები
რეკომენდირებული სიახლეები

Information
Users of სტუმარი are not allowed to comment this publication.
ავტორიზაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.3 бесплатно