WebNews.Ge

ურეკში ტურისტები გაქურდეს



ურეკში რუსი ტურისტები გაქურდეს. დაზარალებულების თქმით, გვიან ღამით დაუდგენელი პირები მათ საცხოვრებელ ოთახებში შეიპარნენ და ფული, პირადი ნივთები და დოკუმენტები წაიღეს, დაკარგულია მათი პასპორტებიც.

„ამ დრომდე პოლიციასთან ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, რომ გვეპოვა დამნაშავეები. შეშინებულები ბავშვები არიან, რომ ღამით მათ ოთახში ვიღაც იყო. აქამდე ვიყავით ჩუმად, რადგან გვქონდა იმედი, რომ ეს მოგვარდებოდა ისე, რომ არ გაეგო მთელ ქვეყანას, მით უმეტეს, რუსეთს“, - განაცხადა სპორტსმენმა მარსელ მანსუროვიმ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

скачать dle 12.0
ურეკში ტურისტები გაქურდეს
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.