WebNews.Ge

ჩეხეთში Facebook Live-ის დროს გოგო ავარიაში დაიღუპა


ჩეხეთის ავტობანზე 2 გოგო Facebook Live-ის დროს ავარიაში მოჰყვა. უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო Youtube-ზე გამოქვეყნდა. 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ და იცინიან გოგონები ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე. მედიის  ცნობით, ავტომობილი საათში 170-180 კმ სიჩქარით გადაადგილდებოდა და ის გზის პირას მდებარე კედელს შეეჯახა.

გოგო, რომელიც Facebook Live-ს ახორციელებდა, ადგილზე დაიღუპა, მეორემ კი თავის მძიმე ტრავმა მიიღო.  ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. პირდაპირი ეთერი ავარიის შემდეგ კიდევ 20 წუთს გაგრძელდა.

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის ამ ფუნქციის გამოყენების დროს არაერთი დანაშაული მოხდა. მაგალითად, აპრილში Facebook Live-ში კაცი მოკლეს. რამდენიმე დღეში ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტაილანდელმა კაცმა ჯერ მცირეწლოვანი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

скачать dle 12.0
ჩეხეთში Facebook Live-ის დროს გოგო ავარიაში დაიღუპა
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.