WebNews.Ge

უდანაშაულო კაცმა 17 წელი ციხეში ორეულის გამო გაატარა



ამერიკის შეერთებულ შტატებში, უდანაშაულო რიჩარდ ჯონსმა ციხეში 17 წელი იმ დანაშაულისთვის გაატარა, რომელიც არ ჩაუდენია. 1999 წელს ჯონსს ყაჩაღობაში დასდეს ბრალი და 19 წლით პატიმრობა მიესაჯა. აღმოჩნდა, რომ ის რეალურ დამნაშავეს ძალიან ჰგავდა და სამართალდამცველები შეცდნენ. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

ჯონსი ციხეში თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე მოხვდა. ის დანაშაულს არ აღიარებდა და დასახმარებლად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავდა. სწორედ უფლებადამცველებმა გაარკვიეს, რომ ტერიტორიაზე, სადაც ყაჩაღობა მოხდა, ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც რიჩარდ ჯონსს ძალიან ჰგავს.

"როცა ჩემი ორეულის ფოტო ვნახე, ყველაფერს მივხვდი", - ამბობს ჯონსი. განახლებულ სასამართლო პროცესზე, თვითმხილველს ორივე პიროვნების ფოტო აჩვენეს, რა დროსაც მან განაცხადა, რომ აღარ იყო დარწმუნებული მართლა ჯონსი დაინახა თუ არა დანაშაულის დროს. 

17-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ჯონსმა საპყრობილე 9 ივნისს დატოვა. 

.

скачать dle 12.0
უდანაშაულო კაცმა 17 წელი ციხეში ორეულის გამო გაატარა
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.