WebNews.Ge

iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა, სან ხოსეში გამართულ ფორუმზე WWDC ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული მეთერთმეტე ვერსია წარმოადგინა.
წლევანდელი პრეზენტაცია განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა iPhone-ის ქართველი მომხმარებელისთვის, რადგან iOS 11-ის სატესტო ვერსიაში ქართული კლავიატურა უკვე ოფიციალურად იქნება წამროდგენილი.

მთავარ სიახლეებს შორის დასახელებულია უფრო მძლავრი აპლიაკციები. ახალ საოპერაციო სისტემაში ყველაზე რადიკალური სიახლე ფაილების მენეჯერია. ახლა მისი საშუალებით ფაილების მართვა ხელით შეძლება. ასევე გაუმჯობესებულია პერსონალური ასისტენტი Siri, რომელიც ხმოვან ფრაზას მისთვის ცნობილ ყველა ენაზე გადათარგმნის. სისტემა ასევე გვთავაზობს ფოტოების დამუშავების გაუმჯობესებულ პროგრამებს.
iOS 11 "ეფლის" მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის ბოლოდან გახდება ხელმისაწვდომი.

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.