WebNews.Ge - ვებ სიახლეები
ავტორიზაცია

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1069,1 ლარია

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1069,1 ლარია

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2017 წლის III კვარტლის მონაცემებით 1069,1 ლარია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების სფეროში. თუ მშენებლობაზე დასაქმებულთა საშუალო ნომინალური შრომის ანაზღუარება 1999,5 ლარია, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 565,7 ლარს შეადგენს.

III კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის შემდეგ ანაზღაურების ოდენობით საფინანსო სექტორი მოდის, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1861,3 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის სამთომომპოვებითი მრეწველობა (1337,7 ლარი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (1329,8 ლარი) და სახელმწიფო მმართველობა (1296,4 ლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის III კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 818,7 ლარი შეადგინა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორიში - 958,5 ლარი.

скачать dle 12.0

გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე ეს სიახლე

Facebook - კომენტარები
რეკომენდირებული სიახლეები

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ. თუ გსურთ რომ დატოვოთ კომენტარი გთხოვთ დარეგისტრირდეთ
ავტორიზაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.3 бесплатно