WebNews.Ge - ვებ სიახლეები
ავტორიზაცია

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფიც გაძვირდა

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფიც გაძვირდა

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1 მ3-ზე დაახლოებით 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის ერთ სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი დაახლოებით ორი თეთრით მცირდება.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კომპანიებმა ტარიფების გადახედვისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სექტემბრის დასაწყისში განაცხადით მიმართეს. 

აღნიშნული პროექტი სემეკის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. 

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დღეს მოქმედი ტარიფები ასე გამოიყურება, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 - 0.266 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე - 3.147 ლარი. არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.418 ლარი.

27 დეკემბერს სემეკმა ტარიფები ენერგეტიკის სექტორში უკვე დაადგინა. კერძოდ, სემეკის დადგენილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1.56 თეთრით ძვირდება, რეგიონებში კი - 1,28 თეთრით. ეს ტარიფები 2018 წლიდან ამოქმედდება და 2020 წლამდე იქნება ძალაში.

скачать dle 12.0

გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე ეს სიახლე

Facebook - კომენტარები
რეკომენდირებული სიახლეები

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ. თუ გსურთ რომ დატოვოთ კომენტარი გთხოვთ დარეგისტრირდეთ
ავტორიზაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.3 бесплатно